ნარკომანია _ დანაშაული თუ ავადმყოფობა?

ნარკომანია მხოლოდ დაავადება როდია; იგი ცხოვრების წესია, გზა, რომელსაც ადამიანი ინტელექტის, სხეულისა და სულის განადგურებამდე მიჰყავს. სამწუხაროდ, უკანასკნელ წლებში ნარკომანია ჩვენი ცხოვრების თანამგზავრად იქცა. ბევრმა მხოლოდ ნარკომანების ერთი შეხედვით ამოცნობა კი არ ვისწავლეთ, არამედ ახლობლებსა და მეგობრებს შორის მათ არსებობასაც შევეგუეთ. არავისთვის არის საიდუმლო, რომ ახალგაზრდების თითქმის ნახევარს ამა თუ იმ ნარკოტიკისთვის ერთხელ მაინც გაუსინჯავს გემო. ტელევიზიით თუ პრესით თითქმის ამომწურავ ინფორმაციას ვიღებთ ამ დამღუპველი სენის შესახებ, და მაინც, ნარკომანთა რაოდენობა დღითი დღე იზრდება.
        ადამიანი როდესაც ნარკოტიკს გემოს უსინჯავს, ის ხდება როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად მასზე დამოკიდებული. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ადამიანს აღარ აქვს არჩევნის საშუალება. მან აუცილებლად უნდა მიიღოს ნარკოტიკი, რათა ეგრეთწოდებულ  „ლომკაში“ არ ჩავარდეს. დამეთანხმებით, რომ ამ დროს ადამიანი დამნაშავე კი არა, არამედ დაავადებულია, ხოლო დაავადებულებს ციხეში ჩასმა კი არ სჭირდებათ, არამედ მკურნალობა.

No comments:

Post a Comment